სამყარო სავსეა მამაცი და ძლიერი სუპერგმირებით. მათი ძალების დახმარებით, ისინი ადამიანების გადაჩენას, და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობენ. მათი გმირობების გამო ადამიანებს, ისინი დიდების “კვარცხლბეკზე” აჰყავთ, რაც მათ ცხოვრებას ძალიან სასიამოვნოს ხდის. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. კეთილდღეობის მიღმა ნამდვილი ცხოვრება იმალება. პუბლიკის ფავორიტები იგივე მანკიერებებს ფლობენ, რასაც მთელი საზოგადეობა. ისინი მშვიდად სტუმრობენ ღამის კლუბებს, ბარებს და ლუდხანებს. მათ ისეთივე ცუდი ჩვევები აქვთ, როგორც საშუალოსტატისტიკის ადამიანს, კერძოდ: სიგარეტის, ალკოჰოლის, ნარკოტიკების და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება. გმირები თავიანთი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გოგონებს ხვდებიან. ამასთანავე პროტოგონისტები ადვილად იწყებენ კონფლიქტს მათნაირ სუპერგმირებთან. ხანდახან მათი ხელით უდანაშაულო ადამიანები კვდებიან. მთელი ეს უზნეო ცხოვრების წესი აშშ-ს სპეცსამსახურების ყურადღებას მიიპყრობს. CIA-ი ამ პრობლემას სიფრთხილით მოგვარებას იწყებს. რის შედეგადაც ბილი ბუჩერის ხელმძღვანელობით სპეციალური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელსაც “ბიჭებს” უწოდებენ, რომლის მკაცრი წევრები ყოველთვის მზად არიან თავხედი სუპერგმირები ყველაზე სასტიკი მეთოდებით თავიანთ ადგილზე მოსვან…