გერმანელი იუთუბერების ახალგზრდა-პრანკერების ჯგუფი ბერლინის მახლობლად მდებარე ნაცისტური გერმანიის დროინდელ ნახევრად განადგურებულ და მიტოვებულ ბელიც-ჰაილშტეტენის ჰოსპიტალში უკანონოდ შეჭრას და იქ 24 საათი გაჩერებას გადაწყვეტს. ხმები დადის, რომ ამ შენობაში უცნაური რამ ხდება, ამიტომ ღამის ხედვის და თერმული კამერებით აღჭურვილი ბლოგერები “ლაიქების” ძიებაში ბნელი ჰოსპიტალის ავის მომასწავებელ ქირურგიულ განყოფილებაში შედიან, იმ იმედით, რომ პარანორმალური პროცესების აზრს ჩაწვდებიან და ვირუსულ ვიდეოს გადაიღებენ. თუმცა, თავდაპირველ სიამოვნებას მალევე რეალობა შეცვლის, როდესაც გმირები აღმოაჩენენ, რომ ჰოსპიტალში ისინი მარტონი არ არიან და მათი იქ ყოფნა არასასურველია, მოულოდნელად ვიღაც ან რაღაც მათზე სასტიკ ნადირობას დაიწყებს, რომელიც სისხლიან კოშმარად გადაიქცევა…