სოციალური დრამა, სადაც მოვლენები ქალაქ ცინცინატის ცენტრში მდებარე საჯარო ბიბლიოთეკაში ვითარდება და ამ ბიბლიოთეკის მუდმივი ვიზიტორების შესახებ მოგვითხრობს, რომელთა უმრავლესობა უსახლკარო, ფსიქიკურად დაავადებული და მარგინალიზებული ადამიანია. ბიბლიოთეკარები თანაგრძნობის გამო სოციალური მუშაკების როლს ირგებენ და ბიბლიოთეკას ნელ-ნელა უსახლკაროთა თავშესაფრად გადააქცევენ, რაც საბოლოოდ პოლიციის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს არის დავითისა და გოლიათის ისტორია ამერიკელების ერთ-ერთ ყველაზე რთულ სოციალურ პრობლემაზე – უსახლკაროები და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები, რომელთა უკანასკნელი ბასტიონი საჯარო ბიბლიოთეკა გახდება…