მოვლენები 60-იან წლებში, ჰოლივუდში ვითარდება. მთავარი გმირი – ახალგაზრდა აკი ჯერომია, რომელსაც ძალიან უყვარს კინო. აკის გარეგნობა არაკომუნიკაციური პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი საკუთარ თავშია ჩკეტილი, ბევრი კი მას აუტისტად თვლის. და ეს ყველაფერი მისი მამის დამსახურებაა, რომელიც აღზრდის პროცესში სისასტიკეს და აგრესიას იყენებდა, თავად კი რელიგიური ფანატიკოსი იყო, რაც საბოლოოდ მოზარდი ბიჭის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცუდათ აისახა. ერთ დღეს აკი გამბედაობას მოკრებს და ოცნების ახდენის იმედით ჰოლივუდში წავა. იქ ის, მისი ტატუირებით შთაბეჭდილების მოხდენის წყალობით ერთ-ერთ სტუდიაში კოსტიუმერად იწყებს მუშაობას, რაც მას საჭირო ადამიანების გაცნობის საშუალებას მისცემს, რომელთა მეშვეობით იგი მემონტაჟე გახდება. შემდეგ უკვე მისი ცხოვრება ახალი ძალით დატრიალდება, საბედისწერო ლამაზმანი, სექსი, ნარკოტიკები, გართობა… აკის იმდენად გაიტაცებს ეს, რომ ვერც კი მოასწრებს გაგებას, თუ როგორ გადაიქცა მისი ყველა ძალისხმევა და ოცნება საშინელ ტრაგედიად…