მოხეტიალე მესაყვირე-მსახიობი რუსლანი რაინდულ აბჯარზე და გმირობებზე ოცნებობს. ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებაში მოულოდნელად, ზღაპრული თავგადასავალი დაიწყება, როდესაც ის ლამაზ მილას შეხვდება და შეუყვარდება, რომელიც კიევის მეფის გაქცეული ქალიშვილი-პრინცესა აღმოჩდება. მაგრამ შეყვარებულების ერთად ყოფნის ბედნიერება ხანმოკლე გამოდგება, რადგან ბოროტი ჯადოქარი სახელად ჩერნომორი მილას მოიტაცებს. რუსლანი მოტაცებული პრინცესას გასათავისუფლებად ბოროტ ჯადოქარს ფეხდაფეხ დაედევნება, რათა გადალახოს ყველა დაბრკოლება და საფრთხე, და დაამტკიცოს, რომ სიყვარული – ჯადოქრობაზე ძლიერია…