დრამატული ისტორიების ანთოლოგია, რომელიც ყველაზე ცნობილ დედაქალაქებს ეძღვნება, რომლებსაც ერთი მარადიული თემა – სიყვარული აკავშირებთ, რომელშიც მოვლენები ცნობილ ქალაქში – ბერლინში ვითარდება. სხვადასხვა რეჟისორების ათი სასიყვარულო ისტორია, რომელთაგან თითოეული მათგანი უნიკალური და უჩვეულოა, თუმცა, ასე თუ ისე, გერმანიის ულამაზეს დედაქალაქს უკავშირდება, სადაც გმირებს ერთმანეთი უყვარდებათ, ჩხუბობენ, რიგდებიან და მთელი რიგი ემოციების სპექტრს განიცდიან. თითოეულ გმირს საკუთარი დარდი, სიხარული, თავგადასავალი, საკუთარი ბედი და გზა აქვს. ერთ-ერთი მთავარი გმირი ყოველდღიური ცხოვრებით გადაღლილი განქორწინებული მამაა (მიკი რურკი), რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ბარში უცნობ ახალგაზრდა გოგონას შეხვდება და მასთან ინტიმურ ურთიერთობას თანხმდება. ეს, თავის მხრივ, მთავარი გმირისთვის მისი ერთადერთი ქალიშვილის გახსენების ბიძგი გახდება, რომელთანაც მას დიდი ხანია ურთიერთობა არ აქვს…