სიუზანი და მისი მეუღლე სტეფანი ყოველთვის ვაჟიშვილზე ოცნებობდნენ, მაგრამ მათ გოგონა გუჩნდებათ. მშობლები გადაწყვეტენ ბუნებას მეორე შანსი მისცენ, მაგრამ ამჯერადაც გოგონა დაიბადება. ამის შემდეგ სტეფანი და სიუზანი კიდევ ერთხელ ცდიან ბედს, მაგრამ კვლავ ბუნებასთან მარცხდებიან. ახლა ისინი სამ ქალიშვილს ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა კარგად იციან, რომ ბუნებასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, ისინი კვლავაც იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან მათ ოჯახში ნამდვილი მამაკაცი გამოჩნდება. საჭიროა მხოლოდ ლოდინი, როდესაც ერთ-ერთი ქალიშვილი სახლში მამაკაცს მიიყვანს, რომელიც ყველა მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. და ერთ დღეს ეს მოხდება. გმირების სახლში მათი ქალიშვილის შეყვარებული – სასიამოვნო მოსაუბრე, თავაზიანი და სპორტული აღნაგობის მქონე ახალგაზრდა კაცი გამოჩნდება. ის რაგბს თამაშობს და მალე პროფესიონალი სპორტსმენი გახდება. მშობლები ბედნიერნი არიან, რომ მათ ძალიან გაუმართლათ თავიანთ მომავალ სიძეში. თუმცა, მალე მათი ქალიშვილი განაცხადებს, რომ ის თავის ახალგაზრდა შეყვარებულს დონდლო ექიმის გამო ტოვებს, რომელიც სტეფანის ჭირივით ეზიზღება…