წვეულებების მოყვარული, გამოუსწორებელი მექალთნე და ეგოისტი ანტუანი პარიზში მდებარე მდიდრულ ბინაში თავის მეზობელ ტომასისთან ერთად მხიარულად ცხოვრობს, სადაც ყოველდღე გიჟური წვეულებები ეწყობა. მაგრამ როდესაც ტომასი ლოს-ანჯელესში გადასვლას გადაწყვეტს, ის ანტუანისთვის ახალ მეზობელს მოძებნის – ახალგაზრდა და მომხიბვლელი ლურჯთალება ჟანა. ჩვენი გმირი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომხიბვლელი ჟანა მარტო არ იქნებოდა და მასთან ერთად მისი შვილები – რვა წლის ტეო და ხუთი წლის ლეო აღმოჩნდებოდნენ. ანტუანი, რომელიც სულაც არ აპირებს მამობას, ახლა ოჯახური ცხოვრების მთელი “მომხიბვლელობის” საკუთარ თავზე გამოცდა მოუწევს…