ახალგაზრდა სამანტა და მისი უმცროსი და ოლივია ტყიდან სახლში სხვადასხვა გზით დაბრუნდებიან. თუმცა სახლში მხოლოდ სამანტა მივა – ხოლო ოლივია პირქუშ ტყეში უკვალოდ გაუჩინარდება. პოლიციის სამ დღიანი ძებნის შემდეგ, ოლივია მოულოდნელად შინ უვნებელი ბრუნდება, თითქოს ის არსად დაკარგულა. თავდაპირველად, ეს ყველას სასწაული ჰგონია. მაგრამ სამანტა მის დაში უცნაური და საშიში ცვლილებების შემჩნევას იწყებს. გადახრებს მხოლოდ სამანტა ხედავს, სხვები კი ამას ვერ ამჩნევენ. შეშინებულმა გოგონამ არ იცის რა უნდა გააკეთოს და ვის სთხოვოს დახმარება. მხოლოდ შემდეგ გაიგებს, რომ ეს ჯოჯოხეთი ადრე უკვე მომხდარა, ახლა სამანტამ მთელი ძალებით უნდა იბრძოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უმცროსი დის სული სამუდამოდ დაიკარგება…