ერთხელ 10 წლის გოგონა სახელად მეარი მის შავ კატას გაჰყვება, რომელიც მას უცნაურ ყვავილთან მიიყვანს, რომლის გვერდით ცოცხი აგდია. ყვავილის სურნელის შესუნთქვის შემდეგ, მეარი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მას ცოცხით ფრენა შეუძლია. ცოცხს იგი მაგების სკოლაში მიჰყავს, სადაც გოგონა გალიაში გამოკეტილ უბედურ ცხოველებს აღმოჩენს. იგი მათ გადაარჩენს, მაგრამ მას შეამჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მეარი გაქცევას ახერხებს, მისი შავი კატა ტყვედ ვარდება…