1964 წლის ცნობილი მიუზიკლის გაგრძელება ყველაზე ზღაპრული ძიძის მერი პოპინსის შესახებ. 20 წლის შემდეგ იგი კვლავ ბრუნდება – ოღონდ უკვე სულ სხვა ეპოქაში და ქალაქში. მოვლენები ჯეინი და მაიკლ ბენკსების ოჯახის გარშემო ვითარდება. ერთხელ მათი სახლის ზღურბლზე იდუმალი უცნობი მერი პოპინსი გამოჩნდება, რომელიც ოჯახს, მათი შვილების ახალ მომვლელად წარუდგება. მშობლებს წარმოდგენაც კი არ აქვთ იმ საოცარ შესაძლებლობებზე და ბავშვთა აღზრდის მეთოდებზე, რომელსაც მერი ფლობს. იდუმალი ძიძა, ბენკსების ოჯახს კვლავ უბრუნებს ბედნიერების და სასწაულის რწმენას…