პოპულარული საშინელებათა ფილმების “წყევლა” დილოგიის სპინ-ოფფი, რომელიც დემონურ მონაზონს ეძღვნება. მისი ბნელი სული კვლავ განაგრძობს ადამიანებს შორის ხეტიალს, რომელიც მათ ცხოვრებას იმქვეყნიურ კოშმარად გარდაქმნის. მოვლენები 1952 წელს, რუმინეთში მდებარე მონასტერში ვითარდება, სადაც ვატიკანის მიერ გაგზავნილი კათოლიკე მღვდელი მამა ბერკი, ადგილობრივი მონაზონის იდუმალ თვითმკვლელობას იძიებს. იქ ის ბოროტ ძალას უპირისპირდება, რომელმაც დემონური მონაზონის სახე მიიღო, ხოლო მონასტერი ცოცხლებსა და დაწყევლილებს შორის საშინელი ბრძოლის ველი გახდება…