სიუჟეტის ცენტრში სასოწარკვეთილი მეცნიერი-ნეირობიოლოგი ვილი ფოსტერია, რომელიც საშინელ ავტოავარიაში ოჯახის ყველა წევრს დაკარგავს. მას არ შეუძლია დანაკარგთან შეგუება. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დაიბრუნოს მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები, მაშინაც კი, თუ საიდუმლო სამთავრობო პროექტის, პოლიციის, ბუნების და ფიზიკის კანონების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა. ვილი, საყავარელ მეუღლეს და შვილებს კლონირების გზით სიცოცხლის უბრუნებს. თუმცა, როდესაც სასტიკი კორპორაცია კლონების არსებობის შესახებ გაიგებს, მათ განადგურებას გადაწყვეტს, ამიტომ მთავარ გმირს ნებისმიერ ფასად მოუწევს “მკვდრეთით აღმდგარი” ახლობების დაცვა…