მთავარი გმირი ათეისტი ფსიქოლოგიის პროფესორი ფილიპ გუდმენი, ძალიან სკეპტიკურად უყურებს პარანორმალურ მოვლენებს. მას არ სჯერა მოჩვენებების. ფილიპი თვლის, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ავადმყოფი ფსიქიკის თამაშია. მაგრამ ერთ დღეს პროფესორი შემთხვევით დიდი ხნის დაკარგულ ფირს იპოვის, რომელშიც სამი მოჩვენების იდუმალი ისტორიაა ასახული. შოკირებული მთავარი გმირი, ამ უცნაური საქმის გარკვევას თავად გადაწყვეტს, რათა მოჩვენებების ისტორიებს რაციონალური ახსნა მოუძებნოს. მაგრამ გამოძიების დროს სამი გარდაცვლილი ადამიანის სულთან შეხვედრას გუდმენი, მისი სამეცნიერო სკეპტიციზმის უკიდურესობამდე მიჰყავს. ისინი პროფესორს მათი საშინელი ისტორიების შესახებ უყვებიან.