მძაფრსიუჟეტიანი დრამა 1976 წელს მომხდარი გახმაურებული ტერორისტული აქტის შესახებ, როდესაც ორმა პალესტინელმა და ორმა გერმანელმა მემარცხენე რადიკალმა ფრანგული ავიაკომპანია “ეარ ფრანსის” ავიალაინერი გაიტაცეს და მძევლად აიყვანეს 260 მგზავრი, რომლებიც თელ-ავივიდან პარიჟში მიფრინავდნენ, და პილოტს მეგობრულ უგანდაში, ქალაქ ენტებეს აეროპორტში დაჯდომა აიძულეს. მოლაპარეკებების დროს ბოევიკები ყველა მძევალის განთავისუფლებაზე იყვნენ თანახმა, გარდა ებრაელებისა, რომელთა სიცოცხლის სანაცვლოდ ისრაელისგან შეუძლებელ დათმობებს მითხოვდნენ – ისრაელის ციხეებიდან ყველა პალესტინელის განთავისუფლება…