ფილმი გადაღებულია 1980-იანი წლების კლასიკური ვიდეო თამაშის მოტივებზე, სადაც გიგანტური მაიმუნი, მგელი და ხვლიკი ქალაქს ანადგურებენ. პრიმატოლოგს დევის ოკოის ურჩევნია ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროს და ჯორჯთან იმეგობროს, საოცრად ჭკვიანი ალფა-მამრი – გორილა, რომელიც დაბადებიდანვე მან გაზარდა. მაგრამ კონტროლიდან გამოსული გენეტიკური ექსპერიმენტი მორჩილ გორილას განრისხებულ მონსტრად გადააქცევს. გარდა ამისა, მალე გაირკვევა, რომ კიდევ არსებობს სხვა მოდიფიცირებული მტაცებლები. სანამ ახლად შექმნილი მონსტრები ჩრდილოეთ ამერიკას ნანგრევებად აქცევენ, რომლებიც ყველაფერს მიწასთან ასწორებენ, რაც კი გზაზე შეხვდებათ, ოკოი გენეტიკის ინჟინერთან ერთად ცდილობს შექმნას ანტიდოტი, რათა თავიდან აიცილოს გლობალური კატასტროფა და გადაარჩინოს უშიშარი არსება, რომელიც ოდესღაც მისი მეგობარი იყო…