კომედი არხი — ქართული იუმორისტული სატელევიზიო არხი. დაარსდა 2012 წლის 1 დეკემბერს. არხი დააფუძნა სატელევიზიო კომპანია რუსთავი 2-მა, რომელიც დღემდე კომედი არხის მფლობელია. თავდაპირველად არხი დაარსდა 2011 წლის მარტში ახალი არხის სახელწოდებით, თუმცა მოგვიანებით 2012 წლის 1 დეკემბრიდან რეკონსტრუქციის შემდეგ არხი განახლდა, არხს შეეცვალა სახელიც და ფორმატიც.