ბერი ტან სენგი, კვლავ განაგრძობს თავის მოგზაურობას დასავლეთისკენ სამ დემონურ თანამგზავრთან ერთად, რომელთგან ყველაზე საშიში მაიმუნების მეფე სუნ უკუნია. ამჯერად მათი გზა იმ ქვეყნისკენ გადის, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობენ, რომელსაც სი ლიანი ეწოდება, ასევე ცობილი, როგორც ქალთა სამეფო. რა თქმა უნდა, ქალთა სამეფოს გავლა ადვილი არ არის, მაგრამ ბერის დემონური თანამგზავრები მზაკვრულ გეგმას მოიფიქრებენ. მოგზაურებს ახალი და სახიფათო თავგადასავლები ელოდებათ…