პუარო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ბელგიის პოლიციაში. სამსახურიდან წასვლის შემდეგ იგი საცხოვრებლად გადადის ლონდონში, სადაც კერძო დეტექტივად იწყებს მუშაობას. მისი კლიენტები სხვადასხვა კლასის ადამიანები არიან. პუარო იძიებს ყველაზე ჩახლართულ და რთულ საქმეებს, რომლის გახსნაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია.