სატირული ისტორია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორზე კრისტიანი, რომელიც ქალაქურ არტ ინსტალაციას “კვადრატი” შექმნის – სიმბოლური სივრცე, სადაც მხოლოდ კეთილი საქმეები უნდა გაკეთდეს. მაგრამ, მოულოდნელად კრისტიანი საფულეს და ტელეფონს კარგავს. სასოწარკვეთაში ჩავარდნის გარეშე მთავარი გმირი, სპეციალური პროგრამის მეშვეობით მისი დაკარგული ტელეფონის ადგილმდებარეობას ადგენს. კრისტიანი ქალაქის ღარიბ რაიონში მიდის, სადაც პროგრამის მიხედვით მისი სმარტფონი არის, და ყველა საფოსტო ყუთში წერილებს ჰყრის, რომელშიც ის ითხოვს, რომ მისი ნივთები მიიტანონ იმ ადგილას, რომელიც მან წერილში მიუთითა. მთავარი გმირი არცკი მოელოდა, რომ მის თხოვნას ვინმე გამოეხმაურებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხდება ის, რასაც იგი ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა…