მოვლენები დედამიწაზე XXVII საუკუნეში ვითარდება, როდესაც პლანეტაზე ტექნოლოგიის განვითარება უმაღლეს წერტილს მიაღწევს, სადაც შესაძლებელი გახდება ადამიანის მოგონებების და გონების დიგიტალიზება და, ფიზიკური სიკვდილის შემდეგ მათი ახალ სხეულში ატვირთვა. მთავარი გმირი ყოფილი ჯარისკაცი ტაკეში კოვაჩი, რომელიც ჩადენილი დანაშაულის გამო მკაცრი რეჟიმის ციხეში ზის, ბედი გაუღიმებს და მას საკმაოდ გავლენიანი არისტოკრატი ლოურენს ბენკროფტი დაიქირავებს, რათა გამოიძიოს მისი ერთ-ერთი სხეულის მკვლელობა. რადგან მისი გონების კოპირება სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდება, მას არ ახსოვს, თუ როგორ მოკვდა ის. ბენკროფტი დარწმუნებულია, რომ იგი მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს თვითმკვლელობა იყო…