თორმეტი წლის კარამ მომაკვდავი პლანეტა კრიპტონი დატოვა და დედამიწისკენ გამოემართა. აქ ის დენვერსების ოჯახმა იშვილა და ასწავლა, რომ თავის ზებუნებრივ შესაძლებლობებთან ფრთხილად უნდა ყოფილიყო. ოცდაოთხი წლის კარას, მოულოდნელი კატასტროფის დროს, ამ ძალების გამოყენება მოუწია და თავისი თავი სხვა კუთხით დაინახა. ამ ყველაფრით შთაგონებულმა გოგონამ გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობებით მშობლიური ქალაქის მაცხოვრებლებს დახმარებოდა და ხალხმა მას Supergirl შეარქვა…