უბრალო და თავმდაბალი მამაკაცი ჯო ბრეივენი აშშ-ის საზღვართან მდებარე მთის პატარა ქალაქში თავის ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ის ხისმჭრელად მუშაობს, პატიოსნად იხდის გადასახადებს და პატივს სცემს ცხოვრების ყველა უმთავრეს პრინციპს. მაგრამ ერთ დღეს მისი ოჯახის მშვიდ არსებობას, ნარკომოვაჭრეები დაარღვევნ, რომლებიც ხელისუფლებას გაურბიან და ამერიკიდან კანადაში გაქცევას ცდილობენ. დამნაშავეებმა ჯერ არ იციან, რომ ქვეყნის საზღვარზე მათ ერთი მამაცი მოქალაქე არ გაუშვებს, რომელიც ტყეში ჩუმად იმალება და თავისი ოჯახის დასაცავად მზად არის ნემისმიერი მოკლას…