წარსულში ელისის უმცროსი ძმა ძლიში დაიღუპა. ახლა იგი – ექიმია, რომელიც სპეციალიზებულია ძილის დარღვევებზე. მისი ახალი პაციენტები – მთელი ოჯახია, რომლებიც აცხადებენ, რომ ძილში მათ ყველას დემონი დევნის. პრობლემის გამოვლენის ჩვეულებრივი პროცედურის დროს, ძილის მდგომარეობაში მყოფი ელისი, მოულოდნელად ამ ოჯახის მამის თავდასხმის ობიექტი ხდება. მაგრამ მამის დაპატიმბრების შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ელისი იძულებული გახდება დროებით შეწყვიტოს რაციონალური აზროვნება და აღიაროს, რომ ოჯახს ნამდვილად ბოროტი სული ატერორებს, რომელიც ძილის დროს მათი სისუსტით იკვებება. უფრო მეტიც, ელისი ხვდება, რომ ღამის ალქაჯი მისი ძმის სიკვდილშია დამნაშავეა, და ხალა მან თავის კოშმარებში უნდა შეაღწიოს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ბოროტებას.