ფილმს საფუძვლად უდევს 1973 წლის 10 ივლისს რომში მომხდარი მოვლენები, როდესაც დამნაშავეებმა ჯონ პოლ გეტის (ამ დროს ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო) შვილიშვილი პოლ გეტი III გაიტაცეს და 17 მილიონი დოლარი გამოსასყიდი მოითხოვეს. მეგობრები და ნათესავები შოკში ჩავარდებიან, როდესაც ჯიუტი მილიარდელი ბაბუა გამოსასყიდის გადახდაზე უარს იტყვის, რადაგან მას მიაჩნდა, რომ გატაცება ინსცინირებული იყო. შედეგად კი, გამტაცებლები მას შვილიშვილის მოჭრილ ყურს გაუგზავნიან, საბოლოოდ გეტისი მაინც გადაიხდის გამოსასყიდს, ოღონდ მხოლოდ 3 მილიონ დოლარს. მოკლედ, პოლ გეტი III სამხრეთ იტალიაში ცოცხალს იპოვიან, მაგრამ შემდგომში ფსიქოლოგიურ ტრავმას და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ვერ გაუმკლავდება, თუმცა მამად გახდომას მოასწრებს