სიუჟეტის ცენტრშია – 1971 წელს აშშ-ში მომხდარი სამთავრობო სკანდალი, როდესაც The Washington Post-ის რედაქტორის ბენ ბრედლის და გამომცემელის კეტრინ გრემის გადაწყვეტილებით პრესაში გამოქვეყნებული იქნა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები – ე.წ. “პენტაგონის დოკუმენტები”. პრესას დოკუმენტები სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა დენიელ ელსბედგომ გადასცა, რომელიც ვიეტნამის ომის წინააღმდეგ იყო განწყობილი. დიკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაცია საზოგადოებას და კონგრესს ატყუებდა აშშ-ს ვიეტნამის ომში მონაწილეობის შესახებ, ხოლო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ფარულად ახდენდა სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას. მოგვიანებით, ხელისუფლების წარმომადგენლები დოკუმენტების პრესაში გამოქვეყნების შეჩერებას ცდილობდნენ, ხოლო აშშ-ს გენერალური პროკურატურის თანაშემწემ უილიამ რენკვისტმა საქმე უზენაეს სასამართლოს გადასცა, რომელმაც, თითქოს, გაზეთის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება…