აშშ, აიოვა, 1930 - იანი წლები. პატარა ქალაქში მქადაგებელი ჩამოვიდა, რომელიც აშკარად ილაშქრებს მდიდრების წინააღმდეგ. იგი ღარიბებსა და მუშებს აგულიანებს, რომ მოკლან ისინი, ვინც სოციალური სტატუსით მათზე მაღლა დგას. ამის გამგონე, მდიდრებს დიდხანს ლოდინი არ დაუწყიათ და გადაწყვიტეს მქადაგებელი მოკლან. ამისთვის კი - შტრეიკბერჰერი დაიქირავეს. სიტუაციას დრამატულობას მატებს ის ფაქტი, რომ მქადაგებელი და შტრეიკბერჰერი ღვიძლი ძმებია...