რეკების რესპექტაბელური ოჯახის პატრიარქი ედუარდ უფროსი სიკვდილის მოახლოვებას გრძნობს და გადაწყვეტს საკუთარი ბიზნესი შვილს ტანკრედის და შვილიშვილს ედუარდ უმცროსს გადასცეს. ამ უკანასკნელს კი სულ სხვა გეგმები აქვს. ედუარდს სურს, რომ მეგობარ ანტონიოსთან ერთად რესტორანი გახსნას, რისთვისაც ფული ესაჭიროება. სანამ ის მამის მხარდაჭერის მოპოვებისთვის იბრძვის, დედამისს უგონოდ შეუყვარდება ანტონიო და მასთან რომანს გააბამს.