ამბიციური ტელეწამყვანი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ტელევიზიაში გასაუბრების დროს განცდილი მარცხის შემდეგ, გულის გადასაყოლებლად დასალევად მიდის. ბობოქარი ღამის შემდეგ ის გონზე მოდის ქუჩაში, უფულოდ, პასპორტის და მანქანის გარეშე… თან აქვს მხოლოდ მობილური და კითხულობს შეტყობინებას: “გილოცავთ! აყვანილი ხართ სამსახურში. დღეს პირველი გადაცემა გექნებათ!”