დიდი ხნის წინ, ჯადოსნურ ქვეყანაში, მეფე-დედოფალს ქალიშვილი შეეძინათ, სახელად ავრორა. ამ ამბავმა მთელი სამეფო გაახარა. კეთილმა ფერიებმა ახალშობილს ჯადოსნური საჩუქრები მოუტანეს და მხოლოდ შეურცხყოფილმა ბოროტმა ჯადოქარმა მელიფისენტმა დაწყევლა გოგონა - პრინცესა დაიღუპება თითისტარის ჩხვლეტისგან, როგორც კი 16 წელი შეუსრულდება. კეთილმა ფერიამ წყევლა ვერ გააუქმა, მაგრამ შეცვალა - ავრორა არ მოკვდება, მას დაეძინება და მხოლოდ სიყვარულის კოცნა გამოაღვიძებს.