ფრანგულმა წყვილმა არისტოკრატული მანერებით გაზარდა 4 გოგო (შვილი). ახლა მშბლებმა უნდა გაათხოვონ ისინი. რა თქმა უნდა მათ სურთ რომ ღირსეული ქმრები შეხვდეთ. თუმცა ყოველი ქორწილი მშობლებისთვის ნამდვილი შოკია. მათ არ სურდათ ასეთი რჩეულები თავისი შვილებისთვის: ებრაელი, ჩინელი და არაბი. იმედებს ახლა უმცროს გოგოზე ამყარებენ, რომელიც ასევე თხოვდება. მშობლები ბედნიერები არიან, რადგან მის რჩეულს ფრანგული სახელი აქვს და ის კათოლიკეა. მაგრამ გაოგნდნენ ისინი მაშინ, როდესაც მათ სიძე გაიცნეს: მათი შვილი შავკანიანზე თხოვდება…