აფრიკის პრეზიდენტის მოკვლა–ზუსტად ასეთი დავალება მიიღო საიდუმლო აგენტმა ჟოსლენ ბომონმა. მოულოდნელად პოლიტიკა შეიცვალა და საფრანგეთის მთავრობამ მთავარი გმირი აფრიკის კანონმდებლებს გადასცა. გმირი გაქცევით უშველის თავს და სამშობლოში ერთი მიზნით – საქმის ბოლომდე მიყვანისათვის დაბრუნდება. შავკანიანი ლიდერი კი ზუსტად ამ დროს ეწვევა საფრანგეთს.