შობას სათამაშოების მაღაზიაში შესულ სიმპათიურ ქურდს ჰარი ლოკჰარტს ხელი შემთხვევით სიგნალიზაციის ღილაკზე დაეჭირება და პოლიციისგან თავის დაღწევის დროს დეტექტიური ფილმის კინო სინჯებზე მოხვდება. პროდიუსერს ჰარის ჟინიანობა მოეწონება და ჰოლივუდში მიიწვევს. ლოკჰარტს კინო სინჯებისთვის ამზადებს პერი ვან შრაიკი, ნამდვილი გამომძიებელი, რომელიც ამასთანავე ჰომოსექსუალიც აღმოჩნდება. ქალის მთავარი როლზე ჰარმონი ფეიტი მოიაზრება, რომელიც ჰარის სკოლის მეგობარია. ერთ ღამესაც პერის ჰარი დავალებაზე მიყავს და მათ უწევთ ვიღაც ქალის მკვლელობის გამოძიებით დაკავდნენ. შემდეგ როგორც გოსამერის რომანშია, ჩნდება კიდევ ერთი დეტექტიური ხაზი: ჰარმონის და სიცოცხლეს თვით მკლელობით ასრულებს რომელიც პირდაპირ კავშირშია ჰარის და პერის მიერ ნაპოვნ მკდარ ქალთან.