2100 წელს, როდესაც ოკეანეები დაფარავს მთელ ხმელეთს, კაცობრიობა დედამიწას დატოვებს, მხოლოდ წყალქვეშა სამეფოში დარჩება მღელვარე ცხოვრება. მსოფლიოში უკანასკნელი რვაფეხა სახელად დიპი და მისი მეგობრები, რომლებიც უბედური შემთხვევის შემდეგ სახლს დაკარგავენ, მიდიან ახალი თავშესაფრის მოსაძებნად. მათ ელოდებათ პლანეტის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა – დატბორილი მეგაპოლისებიდან არქტიკამდე. ისინი შეხვდებიან საშიშ მტრებს და მოხვდებიან უამრავ მხიარულ სიტუაციებში…