განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს დააფიქრებს იმაზე, რომ დროა უკვე დაიწყოს განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანების, „სუპერგმირების“, თავისი სამსახურში ჩააყენება და მათი რეგულაცია მოახდინოს. სთივ როჯერსი, აშკარად ეწინააღმდეგება მთავრობის ამ მოთხოვნას და საკუთარ გუნდს შეკრებს. ტონი სტარკი კი - სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებს იზიარებს და მთავრობის მხარეზე მყოფ გუნდს უდგება სათავეში. დაპირისპირებულ მხარეთა შორის სასტიკი ბრძოლები გაიმართება. ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გართული სტარკი და როჯერსი, ვერ ხვდება იმას, რომ იდუმალ ბარონ ზემოს, თავისი გეგმები ამოძრავებს. მას სურს, რომ დედამიწის უძლეველ გმირებს შორის, მარადიული უთანხმოება ჩამოაგდოს!