ელისი აგრძელებს თავის მოღვაწეობას. იგი დადის სამყაროში, სადაც გავრცელებულია ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებს აქცევს უკვდავებად. მთავარი გმირი ეძებს ცოცხალ ადამიანებს, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანოს. ელისს უწევს შეებრძოლოს კორპორაცია ''Umbrella''-ს. ამ დროს მის დასახმარებლად მოდის ელისის ძველი მეგობარი. იგი მას ჰპირდება, რომ გადაიყვანს უსაფრთხო ადგილას ლოს-ანჯელესში. მაგრამ ქალაქში ჩასულებს ათასობით ვირუსიანი ადამიანი ხვდებათ. მათ სასიკვდილო ხაფანგში ამოყვეს თავი.